საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

საქართველოს მოსწავლეთა 2008 წლის ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის შედეგები

Post Date: 2008-05-29

საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი რანგის შეჯიბრებაა და იგი ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით.

წლევანდელი (ისევე, როგორც უკანასკნელი ორი წლის) ოლიმპიადის ორგანიზატორია ასოციაცია „კომაროველი“.

ოლიმპიადას მასპინძლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შეჯიბრების ჟიურის თავმჯდომარეობდა ზურაბ გოგიშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა სკოლების მე-6-მე-11 კლასების ის მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგიონული ტური ( 2008 წლის 11 მაისი).

შეჯიბრება ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში:

  • უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი - მე-6-მე-7 კლასები - ერთ ტურად (24 მაისი) - სულ 18 მოსწავლე;
  • საშუალო ასაკობრივი ჯგუფი - მე-8-მე-9 კლასები - ერთ ტურად (25 მაისი) სულ 25 მოსწავლე;
  • უფროსი ასაკობრივი ჯგუფი - მე-10-მე-11 კლასები - ორ ტურად (24-25 მაისი) სულ 19 მოსწავლე.

თითოეულ ტურზე მოსწავლეებს ამოსახსნელად მიეცათ სამი ამოცანა და დრო - 5 საათი.

მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა იყო:

უმცროს ასაკობრივ ჯგუფში - 120 ქულა;

საშუალო ასაკობრივ ჯგუფში - 210 ქულა;

უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 600 ქულა;

შეგიძლიათ იხილოთ თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში მოსწავლეთა (არანულოვანი) შედეგების ცხრილები.



უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი (მე-6-მე-7 კლასები) :



საშუალო ასაკობრივი ჯგუფი (მე-8-მე-9 კლასები):


უფროსი ასაკობრივი ჯგუფი (მე-10-მე-11 კლასები):


აღსანიშნავია, რომ უფროსი ასაკის მოსწავლეთა შორის პირველი ადგილი (და შესაბამისად I ხარისხის დიპლომი) მოიპოვა ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ცოტნე ტაბიძემ, რომელსაც მისი ასაკის მიუხედავად, უფროს ასაკობრივ ჯგუფში მონაწილეობის უფლება ჟიურიმ მისცა.

ვულოცავთ ცოტნეს ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც. მან წელს უკვე მოიპოვა ადგილი საქართველოს მოსწავლეთა მათემატიკის ეროვნულ ნაკრებში და დიდი შანსი აქვს, რომ ინფორმატიკის ნაკრებშიც მოხვდეს.

სპეციალისტების აზრით, ცოტნეს სახით, ქართულ მათემატიკურ სკოლას კიდევ ერთი უაღრესად პერსპექტიული ახალგაზრდა ეზრდება.

ოლიმპიადის ჟიურიმ დასკვნითი ტურის გამარჯვებულთა შორის შეარჩია 12 ახალგაზრდა - ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების კანდიდატები, რომლებიც ნაკრების ოთხეულში მოსახვედრად იბრძოლებენ.

საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრების შესარჩევი შეჯიბრება გაიმართება 2 ტურად 7-8 ივნისს. ამ შეჯიბრების შედეგად დაკომპლექტებული ოთხეული გაემგზავრება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც 2008 წლის 16-23 აგვისტოს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გაიმართება.

აქვე მოცემულია ნაკრების კანდიდატების სია:



უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი (მე-6-მე-7 კლასები) :


დასკვნითი ტურის მასალები შეგიძლიათ იხილოთ არქივებში:
umcrosi.rar - ამოცანები, ტესტები და ჟიურის ამოხსნები უმცროსი ასაკის ჯგუფისთვის;
sashualo.rar - ამოცანები, ტესტები და ჟიურის ამოხსნები საშუალო ასაკის ჯგუფისთვის;
ufrosi-1.rar - ამოცანები, ტესტები და ჟიურის ამოხსნები უფროსი ასაკის ჯგუფისთვის (I დღე);
ufrosi-2.rar - ამოცანები, ტესტები და ჟიურის ამოხსნები უფროსი ასაკის ჯგუფისთვის (II დღე). 




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება