საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ყურადღება, კონკურსი!

Post Date: 2009-05-22

2009 წლის 7 ივნისს ტარდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიურის" მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების პირველი დასწრებული ტური.

დასწრებულ ტურში მონაწილეობისათვის ვიწვევთ თბილისის სკოლების მე-5, მე-4 და მე-3 კლასების იმ მოსწავლეებს, რომელთაც ინტერნეტშეჯიბრების დაუსწრებელი ტურებიდან თუნდაც ერთში მიღებული აქვთ 3 ქულაზე მეტი შეფასება.


სკოლების რეკომენდაციით მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან იგივე ასაკის ის მოსწავლეებიც, რომელთაც დაუსწრებელ ტურებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

  • ტური ჩატარდება წერითი სახით. მოსწავლეებს მიეცემათ ხუთი ამოცანა და დრო 2 საათი. ამოცანები და მათი შეფასების სისტემა იქნება დაუსწრებელი ტურების ანალოგიური.
  • პირველი დასწრებული ტურის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ მეორე (საბოლოო) დასწრებულ ტურში.
  • დასწრებულ (ისევე, როგორც დაუსწრებელ) ტურში მონაწილეობა საუკეთესო გამოცდილებაა „მზიურის ტალანტების ფაბრიკის" მისაღებ კონკურსში წარმატების მისაღწევად, რომელიც გაიმართება 2009 წლის ოქტომბერში.
  • ტურში მონაწილეობა უფასოა.
  • მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია, რისთვისაც უნდა მობრძანდეთ ჩვენთან.
  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2009 წლის 5 ივნისის 1800 საათი.


რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის მობრძანდით მისამართზე:

თბილისი, უზნაძის (ყოფილი კამოს) 70.

ტელ. 91-03-17, 95-45-75, 91-07-32.

ელფოსტა - info@mziuri.ge

ვებგვერდი - www.mziuri.ge

 




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება