საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

წარმატება რუსეთის გუნდურ ოლიმპიადაზე

Post Date: 2016-12-14

ა.წ. 10-11 დეკემბერს გაიმართა მოსწავლეთა შორის რუსეთის მე-17 გუნდური ოლიმპიადა პროგრამირებაში.
ოლიმპიადა ერთდროულად (ონლაინ რეჟიმში) ჩატარდა ქალაქებში სანკტ-პეტერბურგი, ბარნაული, ალმა-ატა, თბილისი და ტაშკენტი. ქართველი მოსწავლეები და მათი მწვრთნელები ამ შეჯიბრში მონაწილეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვინაიდან განიხილავენ მას, როგორც ერთ-ერთ ეტაპს საოლიმპიადო მომზადების პროცესში. წლევანდელ ოლიმპიადაზეც მზიურელები წარმატებით გამოვიდნენ და მაღალი შედეგები აჩვენეს:
მე-7 ადგილზე გავიდა და მიიღო პირველი ხარისხის დიპლომი და ვერცხლის მედალი გუნდმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გიორგი კლდიაშვილი, საბა თავდგირიძე და საბა ხუციშვილი.
38-ე ადგილზე გავიდა და მიიღო მეორე ხარისხის დიპლომი გუნდმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ბაქარ და ვანო გამეზარდაშვილები და სანდრო ხოხიაშვილი.
68-ე ადგილზე გავიდა და მიიღო მესამე ხარისხის დიპლომი გუნდმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ნიკა სალია, სანდრო ხარაბაძე და ბექა აბულაძე.
დაწვრილებით ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება