საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კიდევ ერთი მზიურელი MIT-ში

Post Date: 2016-12-19

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ელენე მაჩაიძე აშშ-ს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT - Massachusetts Institute of Technology) მიიღეს და მომავალი სექტემბრიდან მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი იქნება.
ელენე მე-6 კლასიდან სწავლობდა მზიურში და არის მოსწავლეთა შორის ინფორმატიკის სხვადასხვა ოლიმპიადების (როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო) მრავალგზის გამარჯვებული. შარშან სკოლა დაამთავრა და ამჟამად თვითონ ასწავლის მზიურში საოლიმპიადო ჯგუფებს.
ელენე უკვე მეოთხე მზიურელია, რომელიც MIT-ში ისწავლის. ზვიად მეტრეველმა (2011 წელს) და მარიამ კობიაშვილმა (2016 წელს) დაამთავრეს ეს უნივერსიტეტი, ხოლო დიმიტრი ცხოვრებაძე ამჟამად სწავლობს პირველ კურსზე. 
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ყოველწლიურ რეიტინგებში ყოველთვის საუკეთესოთა შორის არის ხოლმე. მაგალითად ბრიტანული საგანმანათლებლო კომპანიის QS-ის (Quacquarelli Symonds) შეფასების მიხედვით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ოცეულში პირველი პოზიცია ამ უნივერსიტეტს უჭირავს.
ელენეს ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს. დარწმუნებული ვართ, იგი უნივერსიტეტშიც საუკეთესო სტუდენტთა შორის იქნება და რამდენიმე წელიწადში მისი სახით კიდევ ერთი მსოფლიო კლასის სპეციალისტი ეყოლება ჩვენ ქვეყანას.
მზიურის ადმინისტრაცია





ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება