საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

წარმატება ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე

Post Date: 2017-01-24

 ყაზახეთის ქალაქ ალმატიში წელს მეცამეტედ ჩატარდა ჟაუტიკოვის სახელობის ოლიმპიადა ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებს შორის. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 15 ქვეყნის 50-მდე გუნდმა. თითოეულ გუნდში 7 წევრია (3 - მათემატიკა, 2 - ფიზიკა და 2 - ინფორმატიკა). შედეგები ფასდება ინდივიდუალურად ყველა საგანში და გუნდურად ყველა წევრის მიერ ნაჩვენები შედეეგების ჯამით. საქართველოდან მონაწილეობდა 4 გუნდი: თბილისის 199-ე საჯარო სკოლა (კომაროვი), თბილისის ვეკუას სახელობის 42-ე სკოლა, თბილისის დემირელის კოლეჯი და ქუთაისის რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლა. წარმატებით იასპარეზეს კომაროველმა მოსწავლეებმა. გუნდმა 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილი ხვდა წილად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომაროველებმა უკან მოიტოვეს ამ შეჯიბრის მრავალგზის გამარჯვებული მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდი. ვეკუას სახელობის სკოლამ 4 მედალი მოიპოვა, ხოლო დემირელის კოლეჯმა და რაზმაძის სახელობის სკოლამ – თითო.
ინფორმატიკაში, როგორც ყოველთვის, წარმატებით გამოვიდნენ მზიურელები:
ვანო გამეზარდაშვილი (კომაროვი) – ოქროს მედალი;
გიორგი კლდიაშვილი (დემირელი) – ვერცხლის მედალი;
სანდრო ხოხიაშვილი (კომაროვი) – ვერცხლის მედალი;
სანდრო ხარაბაძე (ვეკუა) – ბრინჯაოს მედალი;




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება