საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ინფორმატიკის ნაკრები შერჩეულია

Post Date: 2009-06-08

2009 წლის 6 და 7 ივნისს შედგა საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრების შესარჩევი შეჯიბრება.
შეჯიბრებაში მონაწილეობდა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის შედეგების მიხედვით შერჩეული 19 მოსწავლე.
შეჯიბრება ჩატარდა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ფორმატით - ორივე ტურზე მოსწავლეებს ამოსახსნელად მიეცათ 3-3 ამოცანა და 5-5 საათი.
შეჯიბრებას ტრადიციულად უმასპინძლა დემირელის კერძო კოლეჯმა, ხოლო ორგანიზატორი იყო საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომლის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ამ შეჯიბრების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია - შედეგების ცხრილები ცალკეული დღეების მიხედვითაც და ჯამური სახითაც, ამოცანები, მოსწავლეთა ნამუშევრები და ჟიურის ამოხსნის ნიმუშები.
ნაკრების შემადგენლობა იგივეა, რაც შარშან:

  • ზურაბ კუცია - თბილისის 24-ე სკოლა, მე-12 კლასი (გასული წლის ბრინჯაოს მედალოსანი);
  • მარიამ კობიაშვილი - დემირელის კერძო კოლეჯი, მე-11 კლასი (გასული წლის ბრინჯაოს მედალოსანი);
  • ცოტნე ტაბიძე - ქუთაისის 41-ე სკოლა, მე-10 კლასი;
  • ლევან ვარამაშვილი - დემირელის კერძო კოლეჯი, მე-12 კლასი.

უახლოეს მომავალში დაიწყება ნაკრების მოსამზადებელი დაახლოებით 3 კვირიანი შეკრება თბილისში, რომელშიც ნაკრების ოთხეულის გარდა მონაწილეობას მიიღებს 6 მოსწავლე - შესარჩევის საუკეთესო ათეული.
მოგვიანებით, საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ იქნება სანაკრებო შეკრების მეორე (გასვლითი) დაახლოებით 2 კვირიანი რაუნდი სავარაუდოდ ბაკურიანში.
შეგახსენებთ, რომ წელს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება ბულგარეთში აგვისტოში.
ნაკრების ხელმძღვანელები გირგი მანდარია და ზაზა გამეზარდაშვილი, ნაკრების მწვრთნელები გურამ ქოთოლაშვილი, ნიკა ჯიმშელეიშვილი და გიორგი ლეკვეიშვილი ვარაუდობენ, რომ წლევანდელი შედეგი შარშანდელზე უკეთესი უნდა იყოს.
ნაკრების ოთხივე წევრს და ექვსივე რეზერვისტს ვულოცავთ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება