საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

სემინარი მშობლებისათვის

Post Date: 2017-03-30

რამდენიმე ათეული წლის წინ უცხოეთში საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად წასვლაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა. უკანასკნელი 2-3 ათწლედის მანძილზე უცხოეთში განათლების მისაღებად წასვლის შესაძლებლობა გაიზარდა და დღეისათვის სრულიად რეალური გახდა. ამ მხრივ შესაძლებლობები ყოველდღიურად იზრდება და სულ უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას ეძლევა კარგი უმაღლესი განათლების უცხოეთში მიღების შანსი.
იმის გამო, რომ ჩვენი ნამოწაფრები აქტიურად ეძებენ სასწავლებლად უცხოეთში წასასვლელ გზებს და ხშირ შემთხვევაში აღწევენ ხოლმე მიზანს, მზიურში საკმაო გამოცდილება და ინფორმაცია დაგვიგროვდა და, ვცდილობთ, რომ ჩვენ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ეს გამოცდილება გავუზიაროთ.
ა.წ. 4 აპრილს, 17.00 სთ-ზე ჩატარდება სემინარი მშობლებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ინფორმაცია უცხოეთში სწავლასთან დაკავშირებით.
იმის გამო, რომ ადგილები შეზღუდულია, სემინარზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია.
რეგისტრაციისათვის სამუშაო საათებში დაგვირეკეთ ტელეფონებზე 295-45-75 ან 291-03-17.
სემინარზე რეგისტრაციის ბოლო ვადა შეზღუდული არ არის, ვინაიდან, თუ მსურველების რაოდენობა ადგილების რაოდენობას გადააჭარბებს, ახლო მომავალში სემინარს გავიმეორებთ.




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება