საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

პირველად საქართველოში!!! OLYINFO!!! ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის!!!

Post Date: 2017-04-05

ოლიმპიადა ჩატარდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხულზე და შემოდგომაზე 4 ასაკობრივ ჯგუფში (V-VI, VII-VIII, IX-X და XI-XII კლასელებისათვის). განსხვავებით ინფორმატიკის ეროვნული ტურნირისა, რომელში მონაწილეობაც დაპროგრამების და საკმაოდ რთული ალგორითმების ღრმა ცოდნას მოითხოვს, ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა შეეძლება ყველას, ვისაც აქვს წვდომა კომპიუტერთან და ინტერნეტთან, დაინტერესებულია ინფორმატიკით, აქვს საწყისი ცოდნა ამ სფეროში და უყვარს ანალიტიკურ-ლოგიკური, ალგორითმული აზროვნება, ასეთი ტიპის ამოცანების ამოხსნა. ჩატარდება ორი ინტერნეტ ტური და ერთი დასწრებული ტური. მეორე ტური ფასიანია. ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით და ფასიანი პრიზებით!

დაწვრილებითი ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.olyinfo.ge დარეგისტრირდით და მიიღეთ მონაწილეობა OLYINFO-ში! დრო ცოტა რჩება! ოლიმპიადას ატარებს OLYINFO-ს დამფუძნებელთა ჯგუფი.

საგაზაფხულო რეგისტრაცია ჩართულია!!!




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება