საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

მზიურელების მორიგი წარმატება !

Post Date: 2019-04-24

20-21 აპრილს გაიმართა საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები. შეჯიბრში მონაწილეობისათვის მიწვეული იყო ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგის მქონე 31 მოსწავლე.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მონაწილეთა დიდი უმრავლესობა (24 მათგანი) მზიურელია და, როგორც მოსალოდნელი იყო მზიურელებმა მაღალი შედეგები აჩვენეს – საუკეთესო შედეგის მქონე 16 მონაწილიდან 14 მზიურელია.

გამოვლინდა ძირითადი ეროვნული ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 4-11 აგვისტოს ბაქოში გამართულ ინფორმატიკის 31-ე მსოფლიო ოლიმპიადაში და ასევე 15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 23-29 აგვისტოს სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ სრულიად ევროპის მე-3 ახალგაზრდულ ოლიმპიადაში.

ძირითადი ნაკრების ოთხიდან ორი წევრი, ხოლო ახალგაზრდული ნაკრების ოთხივე წევრი მზიურელია.

ვულოცავთ ნაკრების წევრებსა და მათ მწვრთნელებს გამარჯვებას და მომავალ საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას ვუსურვებთ.

 




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება