საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში

Post Date: 2019-05-15

ა.წ. 5 მაისს გაიმართა პროგრამირებაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი (ონლაინ) ტური. ტურში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებული იყო 244 მონაწილე. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერი სტატუსის მქონე (სტუდენტი, მოსწავლე და სხვ.) ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 21 წელი.
პირველი ტურის შედეგების საფუძველზე მეორე (დასკვნით) ტურში მონაწილეობისათვის დაშვებულ იქნა 80 მონაწილე.
მეორე ტური შედგება 19 მაისს, დასაწყისი 11 საათზე.
შეჯიბრების მასპინძელია საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის 53ა).
ქართულ უნივერსიტეტთან ერთად ჩემპიონატის ორგანიზატორია საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური.




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება