საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

2020 წლის სექტემბერი – ოლიმპიური მედალთცვენა

2020-09-29

სექტემბერში ჩატარდა ორი უმნიშვნელოვანესი ოლიმპიადა – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში და ინფორმატიკის საერთაშორისო (მსოფლიო) ოლიმპიადა.

ორივე ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადას საქართველომ, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიადას სინგაპურმა უმასპინძლა.

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებებმა ორივე ოლიმპიადაზე მაღალი შედეგები აჩვენეს. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ლუკა მოსიაშვილმა ოქროს, იაკობ რიგვავამ ვერცხლის, ქეთა ციმაკურიძემ და ლუკა მელაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

განსაკუთრებული იყო ძირითადი ნაკრების შედეგი მსოფლიო ოლიმპიადაზე – ნიკოლოზ ბირკაძემ და თეიმურაზ თოლორაიამ ოქროს, არჩილ ბასაძიშვილმა ვერცხლის და ლუკა მუშკუდიანმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

ამ შედეგით მოვახერხეთ და საქართველო მსოფლიოს დიდ რვიანში შევიყვანეთ. ანუ, 87 მონაწილე ქვეყნიდან 8 უძლიერესში მოვხვდით. ჩვენს გარდა რვიანში არიან: აშშ, ჩინეთი, რუსეთი, იაპონია, კანადა, სამხრეთ კორეა, ირანი.” - ნაკრების ხელმძღვანელის, გოჩა მანდარიას კომენტარიდან.

ახალგაზრდული და ძირითადი ნაკრების წევრებს, მათ მასწავლებლებსა და ნაკრების ხელმძღვანელებს ვულოცავთ უდიდეს წარმატებას. იმედი გვაქვს, რომ მთავარი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა.

 




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება