საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

„პითაგორას თასი - 2010“ დაიწყო

2009-11-22

აქ შეგიძლიათ იხილოთ გასული წლის შედეგები.

წლევანდელი სიახლეები ასეთია:
ტურნირი "პითაგორას თასი - 2010" შედგება ოთხი ტურისაგან.I და II ტური დაუსწრებელია (I ტურის ამოცანების ამოხსნისათვის გეძლევათ ვადა 19. I. 2010-მდე ჩათვლით, II ტურის ამოცანების ამოხსნისათვის - 1. II. 2010-დან, 28. II. 2010-ის ჩათვლით), მესამე ტური დასწრებულია (მასში მონაწილეობას მიიღებენ II ტურში გამარჯვებული მოსწავლეები, ამისათვის საჭიროა II დაუსწრებელ ტურში მიიღოთ მაქსიმალურ ქულათა ჯამის არანაკლებ 55%) და ჩატარდება 20. III. 2010 ან 21. III. 2010-ში (ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება „მზიურის" საიტზე), ხოლო ამ ტურში გამარჯვებულები (ამისათვისაც საჭიროა მიიღოთ მაქსიმალურ ქულათა ჯამის არანაკლებ 55%) დაიშვებიან დასკვნით ტურზე, რომელიც ჩატარდება 8. V. 2010-ში (ამის შესახებაც ინფორმაცია „მზიურის" საიტზე გამოქვეყნდება).

ტურნირში მონაწილეობა ფასიანი და შედგენს თითოეულ მოსწავლეზე ტურნირის დასაწყისშივე ერთჯერად შესატანს - 7 ლარს.

თუ გსურთ მიიღოთ ტურნირში მონაწილეობა, მაშინ პროკრედიტ ბანკის ნებისმიერ ფილიალში უნდა შეიტანოთ 7 ლარი "პითაგორას საზოგადოების" ანგარიშზე - ანგარიშის ნომერია 360801010900057, უნდა ამოხსნათ შესარჩევი ტურის ამოცანები (ვადა გაქვთ 19. I. 2010-მდე ჩათვლით) სათანადო მსჯელობითა და დასაბუთებით და გააფორმოთ ის უჯრედებიან რვეულში (თითოეულ ამოხსნილ ამოცანას დაუთმეთ რვეულის ერთი ფურცელი, ანუ ფურცლის ორი გვერდი).

გარეკანზე დააწერეთ:

"პითაგორას თასი-2010" - დაუსწრებელი შესარჩევი ტური.

 გვარი _________________________________  სახელი ______________________

სკოლა _____________________________ კლასი _________

თარიღი ______________________    ტელ: ___________________

რვეული გადახდის ქვითართან ერთად 2010 წლის 20 იანვრამდე უნდა ჩააბაროთ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელს, "პითაგორას საზოგადოების" თავმჯდომარეს - ზურაბ აღდგომელაშვილს.

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #180, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი, ოთახი #15(დინამოს სტადიონთან ახლოს)
ტელ: 79-36-93 (სახლი 1800-2400)
ტელ: 8(77) 72-30-49 (მობილური)

აქვე შეგიძლიათ იხილოთ პირველი დაუსწრებელი ტურის ამოცანები ქართულ და რუსულ ენებზე.

გისურვებთ წარმატებას! ტურნირ "პითაგორას თასი - 2010"-ის ჟიური.




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება