საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

გრძელდება ყოველწლიური ტურნირი ,,პითაგორას თასი ”.

Post Date: 2009-03-25

გრძელდება ყოველწლიური ტურნირი ,,პითაგორას  თასი ”.

ყოველწლიური ტურნირი ,,პითაგორას თასი ” – შედგება ორი დასწრებული  და ორი დაუსწრებელი ტურისაგან.
    I ტურში მონაწილე ყველა მოსწავლე გასულია შემდეგ ტურში.
II დაუსწრებელ ტურში მონაწილეობის უფლება გააჩნია მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც გაიმარჯვეს პითაგორას თასის I ტურში, ან არიან გამარჯვებულნი პითაგორას თასი – 2008-ში, ან საქართველოს რესპუბლიკურ ოლიმპიადაში.

ამჟამად მიმდინარეობს ,,პითაგორას თასი 2009” –ის მეორე დაუსწრებელი  ტური.
თუ გსურთ გააგრძელოთ ტურნირში მონაწილეობა, მაშინ უნდა ამოხსნათ ამოცანები (უნდა მივიღოთ ქულათა მაქსიმუმის 80%) სათანადო მსჯელობითა და დასაბუთებით;

გააფორმეთ ის უჯრედიან რვეულში (თითოეულ ამოხსნილ ამოცანას დაუთმეთ რვეულის ერთი ფურცელი ანუ ერთი ფურცლის ორივე გვერდი).
    
დავალებათა ჩაბარების ბოლო ვადაა 15/04/2009წ.
    
გარეკანზე დააწერეთ:
,,პითაგორას თასი 2009” – მეორე დაუსწრებელი (შესარჩევი) ტური

---------------------------სკოლა---------------კლასი ---------------------------
    (გვარი და სახელი)
თარიღი ----------------------
    
რვეული 2009 წლის 31 მარტამდე უნდა ჩააბაროთ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის მათემატიკური მიმართულების ხელმძღვანელს ზურაბ აღდგომელაშვილს
    
მისამართი
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 180

დაუსწრებელი ტურის ამოცანები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან:
ვარიანტი ქართულ ენაზე
ვარიანტი რუსულ ენაზე


გისურვებთ წარმატებას!!        
ტურნირ ,,პითაგორას თასი 2009” ჟიურის თავმჯდომარე
ზურაბ აღდგომელაშვილი

საკონტაქტო ტელეფონებია:      79-36-93    1400 -2200
 8(77) 72-30-49

 




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება