საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

დისტანციური სწავლებისა და გადახდის ახალი მიდგომის შესახებ!

2020-03-22

როგორც მოგეხსენებათ, 16 მარტიდან მზიურში დაიწყო ონლაინ მეცადინეობების ჩატარება არსებული გრაფიკით. უმოკლეს დროში ძალიან დიდი შრომა იქნა გაწეული სისტემის გასამართად და სწავლის დასაწყებად. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დისტანციური სწავლება მაინც უცხო ხილია, დასაწყისში გარკვეული ხარვეზები იქნება, თუმცა ბავშვების აქტიურობიდან და დასწრების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და ამას ბევრი აღნიშნავს.
მზიურის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ამ პროცესის მონაწილეებს. პირველ რიგში მოსწავლეებს და მათ მშობლებს, მზიურის პედაგოგებს და პროგრამისტებს.
მზიურის ადმინისტრაცია თხოვნით მოგმართავთ პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს ვიმუშავოთ მშვიდ, კეთილგანწყობილ გარემოში. რომელიმე მხრიდან, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კი, ერთობლივი ძალისხმევით აღმოვფხრათ. იმედია, ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს.
და ბოლოს ერთი საკითხი: გვინდა მადლობა გადავუხადოთ იმ მშობლებს, რომლებმაც, არსებული სიტუაციის მიუხედავად, გადაიხადეს სწავლების საფასური. ვისაც დარჩა გადასახდელი, ვაცნობებთ, რომ საფასურის მესამე ნაწილის გადახდა 15 მარტის ნაცვლად გადავწიეთ 4 აპრილამდე. ასევე, თუ აღმოჩნდება ვინმე, რომელსაც სხვა თარიღისთვის უნდა გადავადება, ან თანხის განაწილება, შეგვეხმიანეთ. ჩვენ გაგებით მოვეკიდებით ამას და შესწორებებს შევიტანთ გრაფიკში. არსებული რეალობიდან გამომდინარე, შევდივართ თქვენს მდგომარეობაში, მაგრამ თქვენც გაითვალისწინეთ, რომ მზიური მხოლოდ ამ შემოსავლებით არსებობს. გისურვებთ, პირველ რიგში ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენ და თქვენ შვილებს.
საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 597059763, 593503127 თამარი, 599509356 გია, 599454851 ამირანი.

 




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება