საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

სექტემბრიდან მზიურში იწყება კურსები "მათემატიკა ყველასათვის"

Post Date: 2018-03-26

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური მომავალი სექტემბრიდან იწყებს მათემატიკის სასწავლო კურსებს «მათემატიკა ყველასათვის» და აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის პედაგოგის პოზიციაზე.

კურსი განკუთვნილია მათემატიკის შესწავლით დაინტერესებული IV-VI კლასელებისთვის. სწავლება ითვალისწინებს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა მეთოდური მიდგომების გამოყენებას მოსწავლეთა მაქსიმალური მოტივირების მიზნით. კურსი არ იქნება «მიბმული» რომელიმე კონკრეტულ სახელმძღვანელოზე და მასწავლებლებს ექნებათ თავისუფლება პედაგოგიური ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შესაბამისი უმაღლესი (ან არასრული უმაღლესი) განათლება;
  • უპირატესობა მიენიჭებათ სერტიფიცირებულ პედაგოგებს და, ასევე, უპირატესობად ჩაითვლება:
    - სკოლაში მუშაობის გამოცდილება;
    - ისტ გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი;
    - სწავლებაში ისტ-ის გამოყენების გამოცდილება;
    - მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის ამოცანების ამოხსნისა და სწავლების გამოცდილება (ამოცანების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი
    მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის გვერდზე).

პირობები
შესაძლებელია შეთავსება სხვა სამსახურთან და/ან უნივერსიტეტში სწავლასთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი – 15.30-დან
შაბათი-კვირა – 10.00-დან

ანაზღაურება - კონკურენტული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@mziuri.ge. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს და მოვიწვევთ გასაუბრებაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ ხანმოკლე ტრენინგის გავლის შემდეგ.




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება