საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
MS Word

კურსის ხანგრძლივობა: 6 გაკვეთილი (12 ასტრონომიული საათი).

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  მსმენელმა უნდა იცოდეს საოფისე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება  და Word -ის პირველი დონე. 

კურსის ღირებულება:  300 ლარი (საათის ფასი 15 ლარი).

კურსის მიზნი და ამოცანები:  მსმენელმა აითვისოს ტექსტური პროცესორის გაღრმავებული შესაძლებლობები, რაც რთული ტექნოლოგიის დოკუმენტის მარტივად და სწრაფად შექმნის, გამოქვეყნებისა და გაზიარების  საშუალებას იძლევა.

პროგრამის  მოსალოდნელი შედეგები:
მსმენელი შეძლებს გამოიყენოს Word – ის გაფართოებული საშუალებები და ამით მის მიერ დამუშავებული დოკუმენტი სრულყოფილი გახადოს საინფორმაციო  ტექნოლო­გიების სწორად და სიღრმისეულად გამოყენების თვალსაზრისით. ეს კი გაცილებით ამარტივებს ამ დოკუმენტის ხელახალ გადამუშავებას, გამოქვეყნებასა და გაზიარებას;

პროგრამის შინაარსი:

  • სტილი.  სტილების გამოყენება,  ახლის შექმნა, მოდიფიცირება და ორგანიზება. ფორმების შექმნა და მოდიფიცირება.
  • სექცია, დოკუმენტში მოძრაობის ავტომატიზაცია.
  • დოკუმენტის სარჩევისა და თემატური საძიებლების, სქოლიოების შექმნა, ობიექტების  დასათაურება დოკუმენტში.
  • დოკუმენტიდან ამონარიდების შექმნის ავტომატური საშუალებები და მათი გამოყენება.
  • ვებგვერდების შექმნა და პუბლიკაცია.
  • დიაგრამების შექმნა სხვა პროგრამული პროდუქტის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაზე.
  • წერილის მომზადება და შერწყმა სხვა პროგრამული პროდუქტით შექმნილ დაგზავნის სიებთან, შედეგის დათვალიერება და გაგზავნა.
  • დოკუმენტი, ქვედოკუმენტი, დოკუმენტის ოსტატი.
  • დოკუმენტის გადახედვა და გადახედვის პარამეტრები. დოკუმენტის დაცვა.
  • მაკროსები, შექმნა და რედაქტირება.
  • მენიუს და ისტრუმნეტების პანელების შექმნა, მოწყობა.
  • ტექსტური პროცესორის პარამეტრები, შეცვლა და სტანდარტულის აღდგენა.a

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს