საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
MS PowerPoint

კურსის ხანგრძლივობა: 3  გაკვეთილი (6 ასტრონომიული საათი).

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე  ჯგუფი:  მსმენელს უნდა   ჰქონდეს  კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების საწყისი უნარები. 

კურსის ღირებულება:  90 ლარი (საათის ფასი 15 ლარი).

კურსის მიზნი და ამოცანები:  მსმენელმა შეძლოს ამ ინსტრუმენტის გამოყენება პრეზენტაციის შექმნისას.

პროგრამის მოსალოდნელი შედეგები
მსმენელი:

  • შექმნის პრეზენტაციას ოსტატის და სტილების გამოყენებით;
  • შეძლებს შექმნილი პრეზენტაციის მოდიფიცირებას და წარმოდგენას.

პროგრამის შინაარსი:

  • ახალი პრეზენტაციის შექმნა, პრეზენტაციის შაბლონის გამოყენება.
  • სლაიდის მაკეტი,  მისი გამოყენება და  შეცვლა.
  • სლაიდზე ტექსტის დადება და დაფორმატება.
  • სლაიდზე ცხრილის, ნახატის, გრაფიკული დიზაინის ელემენტების ჩასმა და დაფორმატება.
  • ანიმაციური სქემები და მათი გამოყენება.
  • სლაიდების შემოტანა.
  • სლაიდის ოსტატი.
  • პრეზენტაციის შენახვა და პუბლიკაცია.
  • პრეზენტაციაში მუშაობის სხვადასხვა რეჟიმი, სლაიდების დალაგება.
  • მულტიმედია საშუალებები პრეზენტაციაში (ხმის დადება, ვიდეოფაილები,  მუსიკალური ფონი და სხვა).

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს