საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
AutoCAD

 

კურსის ხანგრძლივობა: 15 გაკვეთილი (30 ასტრონომიული საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მსმენელი უნდა ფლობდეს საოფისე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს და პროექტირების საფუძვლებს. 

პროგრამის მიზანი და ამოცანები: მსმენელმა შეისწავლოს AutoCAD-ის შესაძლებლობები და გამოიყენოს მისთვის საჭირო სფეროში.

კურსის ღირებულება: 1050 ლარი (საათის ფასი 35 ლარი).

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

მსმენელი შეძლებს:

  • დაპროექტებას.
  • არქიტექტურული ნახაზის შედგენას.

კურსის პროგრამის  შინაარსი:

  • ინტერფეისი. შაბლონები. დოკუმენტების ჩანართები. პარალელები Ms Office თანდართული. პუბლიკაციები. იმპორტი. ნახაზის თვისებები. კოპირება და წაშლა. მაუსის ფორმები პროგრამაში. საბაზო წერტილები.
  • მარტივი ობიექტების შემოტანა პროგრამაში. წერტილების სტილები. დიდი დათვის თანავარსკვლავედი. პრაქტიკული დავალება.
  • Drow ჯგუფი- I ნაწილი, II ნაწილი. 19 ძირითადი ინსტრუმენტი.
  • Modify -  ჯგუფი I ნაწილი, II ნაწილი.
  • ხაზის ტიპები. ტეხილი ხაზი. ხაზის სპეციალური რეჟიმი. სარტყელი. სხივი. ხაზების გადაკვეთა. კონსტრუქციული ხაზი. მულტიხაზები და მათი თვისებები. მანძილის პირდაპირი შეტანა და ობიექტის მიდევნება. პრაქტიკული სამუშაო
  • ფენებად დაშლა. ფენის ფერი. ობიექტის გამოყოფა. მართკუთხა ჩარჩო. მრავალკუთხა ჩარჩო. ბრძანებების ისტორია. Shift კლავიში.
  • პარამეტრი Auto. პარამეტრი Group. ობიექტების ბაზა. ფიგურის შემოტანა და აღწერა. ორი წერტილის მეთოდი. სამი წერტილის მეთოდი და რადიუსი. სამი წერტილი. კუთხეების ათვლა და რადიუსი. პრაქტიკული სამუშაო.
  • ობიექტების გადაბმა. ზოგიერთი შეცდომა XP არეში. ობიექტების გადაბმის პრინციპები. კონტროლი. გადაკვეთა  და გზაჯვარედინი. ცენტრი და კვადრატი. ჩასმის წერტილები. გადაბმის მათემატიკური კანონზომიერებანი. კონკრეტული გადაბმა. გარფიკული კონტროლი. პოლარული კონტროლი. პოლარული მრავალმხრივობის პრინციპი. ფუნქციური კლავიშების დამისამართება. პოლარული სისტემების გადაბმა.
  • პარამეტრების გეომეტრია. კვადრატში ჩასმა. პარამეტრი გვერდი (კუთხე). მრავალკუთხედი. ელიფსის გეომეტრია. ელიფსის პარამეტრები. ელიფსის აგება. ელიფსური რკალი.
  • ბლოკი. ბლოკის ხაზვა. ბლოკის შექმნა. ბლოკის ჩასმა. დაშტრიხვა. დაშტრიხვა და ჩასმა ობიექტსა და წერტილებში. დაშტრიხვის ტიპები. დაშტრიხვის ხაზები. საზღვრების განსაზღვრის მეთოდები. დაშტრიხვის  თანამიმდევრობა. ტექსტის ჩასმა. ტექსტის პარამეტრები. რედაქტირება. ჩასმული ტექსტის პარამეტრები და მათი რედაქტირება. ცხრილი. ცხრილის პარამეტრები და რედაქტირება.
  • ელექტრონული სქემა.
  • ბლოკის შექმნა და რედაქტირება.

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს