საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

კომპიუტერული თამაშების აწყობა
Unity 3D პროგრამაში C# პროგრამული ენის ბაზაზე

კურსის ხანგრძლივობა: 15 გაკვეთილი (30 ასტრონომიული საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: სასურველია მსმენელს განვლილი ჰქონდეს და გარკვეული იყოს რომელიმე პროგრამულ ენაში, მაგრამ არ არის აუცილებელი.
კურსის ღირებულება: 900 ლარი (საათის ფასი 30 ლარი).

კურსის მიზანი და ამოცანები: კურსის მიზანია Unity 3D პროგრამის ათვისება, კომპიუტერული თუ მობილური თამაშების შექმნის შესწავლა და მისი საშუალებით თანამედროვე მობილური თამაშების მსგავსი ტიპის პროექტებზე მუშაობა და საკუთარი პროდუქტის (თამაშის) გამოშვება.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს:
  • წარმოდგენა ექნება Unity 3D პროგრამის ხელსაწყოებზე და მათ გამოყენებაზე რეალურ თამაშში, ასევე შეძლებს შექმნას სრულყოფილი თამაში, რომელიც შეეძლება განათავსოს ონლაინ მარკეტებზე;
  • ეცოდინება მობილური თამაშების პროექტების დაგეგმვა და სათანადო პროგრამების დაწერა C# ენაზე Microsoft Visual Studio - ის ინტეგრირებულ გარემოში რომელიც ავტომატურად დაკავშირებული იქნება Unity 3D -ს გარემოზე;
  • Unity-ს თაიმლიანთან მუშაობა და ანიმაციების შექმნა
  • სხვადახვა ობიექტებისათვის ფიზიკის კანონების მორგება (გრავიტაცია, უწონადობა, დარტყმის ძალა, ასხლეტვა და ა. .)
  • 3D და 2D გარემოს გამართვა Unity 3D-ში
კურსის პროგრამის შინაარსი:
  • Unity პროგრამის ხელსაწყოებისა და გარემოს ათვისება და მათი სწორად გამოყენება.
  • პროგრამირების არსის მნიშვნელობა და C# პროგრამული ენის საფიძვლების შესწავლა.

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს