საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ArchiCAD

 

კურსის ხანგრძლივობა: 16 გაკვეთილი (32 ასტრონომიული საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მსმენელები უნდა ფლობდნენ საოფისე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს და პროექტირების საფუძვლებს.  
პროგრამის მიზანი და ამოცანები: მსმენელმა შეისწავლოს ArchiCAD-ის შესაძლებლბები და გამოიყენოს მისთვის საჭირო სფეროში 

კურსის ღირებულება: 1120 ლარი (საათის ფასი 35 ლარი).

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

მსმენელი შეძლებს:

  • ესკიზების (სართულური გეგმები, ჭრილები და ფასადები, კვანძები და დეტალები და ა.შ.) მომზადებას;
  • ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვლის რეზულტატების (სიები, სპეციფიკაციები, კომენტარები და ა.შ.) გამოანგარიშებას;
  • საპრეზენტაციო მასალების (ფოტორეალისტური გამოსახულებები, ანიმაციური ფილმები, ვირტუალური რეალობის სცენები) მომზადებას;

კურსის პროგრამის  შინაარსი:

  • შესავალი. ArchiCAD-ის სამუშაო ფანჯარა. ფანჯრებში გამოსახულებების მართვა. მოძრავი პანელები. ინტერფეისის სხვა ელემენტები. პროგრამის ინტერფეისის სხვა კონფიგურაცია. დამხმარე სისტემა.
  • ბაზური იდეა. პროგრამის რეკვიზიტები. პროგრამის ინტერფეისის კონფიგურაცია. პროგრამის ნავიგაცია.
  • ელემენტების შექმნის მეთოდები. ელემენტების არჩევის საშუალებები. ელემენტების რედაქტირების მეთოდები. ფასადების და ჭრილების ფანჯრებში მუშაობა. მუშაობა 3D ფანჯრებში. გადართვები 3D და 2 D ფანჯრებში.
  • ესკიზების გამოსახვის პარამეტრები. ინსტრუმენტების პანელი.  რჩეული ელემენტების პანელი. არჩევის პანელი.
  • პროექტირების ბიბილიოთეკის სტატუსის პანელი. ფენების სწრაფი მართვის პანელი. ელემენტების ინფორმაციის პანელი.
  • მოძრავი პანელების ხილვადობის მართვა. საწყისი დიალოგი. ელემენტების პარამეტრების დასაყენებელი დიალოგური ფანჯარა.
  • ინტელექტუალური კურსორი. კონტექსტური მენიუ. ინფორმაციული ცხრილის კონფიგურაცია. დიალოგური ფანჯრების და ელემენტების პარამეტრების კონფიგურაცია.
  • კოორდინატთა სისტემა და საკოორდინატო ბადე. მიმაგრების დონეები. მასშტაბი. მასშტაბირებადი ელემენტები და ფიქსირებული ზომის ელემენტები.
  • სართულები. რეკვიზიტის იდეა. ფენები და ფენების კომბინაციები. კალმენი ხაზის ტიპები. შტრიხების ნიმუშები. მრავალფენიანი კონსტრუქციები.
  • გადაფარვა. ზონების კატეგორიები. ქალაქები. რეკვიზიტების მენეჯერი. სამუშაო საშუალებების ჩატვირთვა. ArchiCAD-ის სამუშაო საშუალებების კონფიგურაცია. ნავიგატორი. პროექტის რუკა და ხედების კრებული. ხედების რედაქტირება. ნავიგატორის პლანშეტი.
  • შენება თაგუნას მეშვეობით. მიბმის სპეციალური წერტილები. კურსორის პოზიციის მითითება. თაგუნას გადაადგილების ფიქსაცია.  ელექტრონული კვადრატები. კლავიატურიდან კოორდინატების შეყვანა.
  • ინსტრუმენტი „ჯადოსნური ჯოხი“. გრავიტაცია.  მრავალკუთხედისა და პოლიგონების შექმნა.  ელემენტების დაჯგუფება. ელემენტების არჩევის ბრძანებები. ელემენტების შეცვლა მათი პარამეტრების  დიალოგური ფანჯრიდან.
  • მობრუნება. სარკისებრი კოპირება. ტირჟირება. პროპორციის შეცვლა. ზომის შეცვლა. ბაზირება. დაყოფა. ვერტიკალით შერევა.
  • ელემენტების რედაქტირების პანელი. ელემენტების რედაქტირების პანელის დახმარებით საერთო ოპერაციების შესრულება სეგმენტებისა და მრავალკუთხედების საზღვრების რედაქტირება. სეგმენტებისა და მრავალკუთხედების წვეროების რედაქტირება მრავალკუთხედების რედაქტირების ლოგიკური ოპერაციები. მოძრავი ჩარჩოების გამოყენება ელემენტების რედაქტირებისათვის.
  • ფასადების/ჭრილების შექმნა. ფასადებისა და ჭრილების ტიპები. არსებული ელემენტების რედაქტირება.

 

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს