საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

დაპროგრამების ენა C++  საფუძვლები - სასწავლო კურსი

 

კურსის ხანგრძლივობა: 25 გაკვეთილი (50 ასტრონომიული საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მსმენელი უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს და გააჩნდეს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნება.

კურსის ღირებულება: 1500 ლარი (საათის ფასი 30 ლარი).

კურსის მიზანი და ამოცანები: კურსის მიზანია ხელი შეუწყოს C++ ენის ბაზაზე, დაპროგრამების ძირითადი ტექნოლოგიების გაცნობას.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • ალგორითმების შედგენა და პროგრამების წერა C++ ენაზე;
  • დაპროგრამების ძირითადი თანამედროვე ტექნოლოგიები.

კურსის პროგრამის შინაარსი:

  • რა არის პროგრამირება, პროგრამა,       პროგრამის სტრუქტურა, ცვლადების ტიპები. უმარტივესი პროგრამის დაწერა. შეტანა-გამოტანის ოპერატორები;  
  • ოპერატორები (პირობითი ოპერატორები, ცვლადებზე მოქმედებები, ლოგიკური ოპერატორები) switch ოპერატორი;
  • ციკლები for, While და do while;
  • ერთგანზომილებიანი და მრავალგანზომილებიანი მასივები;
  • სტრიქონები, ვექტორები, მრავალგზანზომილებიანი ვექტორები;
  • ფუნქციები. void ფუნქციები, არგუმენტიანი ფუნქციები;
  • რეკურსიული ფუნქციები;
  • ფაილებთან მუშაობა. წაკითხვა-ჩაწერა, დამატება;
  • მიმთითებლები (pointer). ფსევდონიმები(reference);
  • დინამიური მეხსიერება;
  • კლასები, კონსტრუქტორები და დესტრუქტორები;
  • ინკაფსულაცია, პოლიმორფიზმი;
  • კლასების შთამომავლობითობა.

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს