საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

დაპროგრამების ენა C# საფუძვლები (მე-2 დონე) სასწავლო კურსი

კურსის ხანგრძლივობა: 15 გაკვეთილი (30 ასტრონომიული საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მსმენელს გავლილი უნდა ჰქონდეს პროგრამირების საფუძვლების შემსწავლელი (C++ ის ბაზაზე) კურსი ან C#1, Java1.

კურსის ღირებულება: 900 ლარი (საათის ფასი 30 ლარი).

კურსის მიზანი და ამოცანები: კურსის მიზანია დაპროგრამების ენის C#-ის გაღრმავებული საშუალებების შესწავლა და მისი საშუალებით პროექტების განხორციელება.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს:

  • ეცოდინება დაპროგრამების ენის C#-ის ძირითადი საშუალებები
  • ეცოდინება ვებ პროექტების დაგეგმვა და სათანადო პროგრამების დაწერა C# ენაზე;
  • ეცოდინება ვებ გვერდის აგების ტექნოლოგიები

კურსის პროგრამის შინაარსი:

  • ASP.NET
  • WCF სერვისი
  • Entity Framework
  • XML და JSON ნახევრად სტრუქტურირებული ბაზები
  • მონაცემთა ბაზები MS SQL
  • Windows სერვისები.
  • WPF
  • MVC

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს