საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
Corel

კურსის ხანგრძლივობა: 5 გაკვეთილი (10 ასტრონომიული საათი).

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

კურსის პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  მსმენელი უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს.

კურსის ღირებულება:  150 ლარი (საათის ფასი 15 ლარი).

კურსის მიზნი და ამოცანები:  კურსის მიზანია  ხელი შეუწყოს ადამიანს, თავის   საქმიანობაში მოახდინოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია. ეს კურსი პროფესიულ დონეზე გთავაზობთ კომპიუტერული გრაფიკისა და სამაგიდო ტიპოგრაფიის   შესწავლას.

კურსის მოსალოდნელი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მომხმარებელი:

  • შეძლებს ვექტორული გამოსახულების  შექმნა -  დამუშავებას.
  • შეძლებს  ათვისებული უნარების საკუთარ საქმიანობაში  ინტეგრაციას.

კურსის პროგრამის შინაარსი:

  • პროგრამის ინტერფეისის აწყობა.
  • მარტივი გრაფიკული გამოსახულებები, ობიექტის მონიშვნა და გარდაქმნა.
  • ობიექტების მოწესრიგება, დაჯგუფება, შეერთება, ობიექტების განცალკევება.
  • კონტურის შექმნა და რედაქტირება.
  • თავისუფალი ფორმის ობიექტების შექმნა; თავისუფალი ხატვა; ბეზეს მრუდები.
  • კონტურთან მუშაობის ჩვევები,  კონტურის აწყობა,  მხატვრული კონტურის შექმნა და რედაქტირება.
  • ფერებთან მუშაობა, ფერთა მოდელები, მარტივი და შედგენილი ფერები, ობიექტის გაფერადების მეთოდები.
  • მარტივი და ფიგურული ტექსტები. შექმნა, რედაქტირება, დაფორმატება, დანიშნულება; ტექსტურ ბლოკთან მუშაობის ჩვევები;
  • რასტრულ გამოსახულებებთან მუშაობა, იმპორტი, რედაქტირება, ტრასირება;
  • ვექტორული და რასტრული გამოსახულების ფორმატები;
  • სპეცეფექტების გამოყენება. პერსპექტივის დამატება, ჩრდილის შექმნა, შემორკალვა; ობიექტის დეფორმაცია, კონტურის და მოცულობის შექმნა;
  • დოკუმენტის ბეჭდვა; ფერთა გაყოფის რეჟიმები; ნაშრომის წარდგენა.
  • პროგრამის ყველა ელემენტის გამოყენებით მაკეტის დაგეგმვა და შექმნა;
  • მაკეტის გამზადება დასაბეჭდად, ბეჭდვის პარამეტრების დაყენება;

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს