საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციოტექნოლოგიები
MS Access

კურსის ხანგრძლივობა: 10 გაკვეთილი (20 ასტრონომიული საათი).

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  მსმენელს  უნდა შეეძლოს საოფისე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება და უნდა  იცოდეს Excel -ის  პირველი დონე.  

კურსის ღირებულება:  700 ლარი (საათის ფასი 35 ლარი).

კურსის მიზნი და ამოცანები:  მსმენელს გააცნოს მონაცემთა ბაზის შექმნისა და მართვის სისტემა Ms Access და გამოუმუშავოს ამ პროგრამის  ეფექტურად გამოყენების უნარი. 

პროგრამის  მოსალოდნელი  შედეგები:
მსმენელი:

  • შეძლებს მონაცემთა ბაზის დაპროექტებას, შექმნასა და გამოყენებას მომხმარებლის დონეზე.
  • გაიაზრებს ათვისებული უნარის საკუთარ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობებს.

პროგრამის შინაარსი:

  • ზოგადი ინფორმაცია მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებისა და პროგრამების შესახებ.
  • მზა ბაზების ექსპლუატაციის უნარ-ჩვევები;
  • მონაცემთა ბაზის პროექტის შექმნის ეტაპები: ამოცანის ჩამოყალიბება, მონაცემების ანალიზი, ცხრილების სტრუქტურის შექმნა, მოთხოვნების, ფორმების, ანგარიშების ჩამოყალიბება, სამომხმარებლო ინტერფეისის და პროგრამის მაკეტის შექმნა, ტესტირება და სრულყოფა;
  • მონაცემთა ბაზისა და ცხრილების შექმნა; ველებთან და ჩანაწერებთან მუშაობა;
  • მონაცემების შეტანის წესები და მათი შექმნა;
  • ცხრილებს შორის რელაციური კავშირი, მათი ტიპები  და შექმნა;
  • მოთხოვნების შექმნა და მოდიფიცირება;
  • ფორმის შექმნა და მოდიფიცირება;
  • ანგარიშის შექმნა და მოდიფიცირება;
  • მაკროსების შექმნა და რედაქტირება;
  • მონაცემების იმპორტ-ექსპორტი;
  • დიაგრამებთან მუშაობა.

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს