საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
Adobe Illustrator

კურსის ხანგრძლივობა: 5 გაკვეთილი (10 ასტრონომიული საათი).

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

კურსის პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  მსმენელი უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს. 

კურსის ღირებულება:  150 ლარი (საათის ფასი 15 ლარი).

კურსის მიზნი და ამოცანები:  კურსის მიზანია  ხელი შეუწყოს ადამიანს, თავის   საქმიანობაში მოახდინოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია. ეს კურსი პროფესიულ დონეზე გთავაზობთ კომპიუტერული გრაფიკისა და სამაგიდო ტიპოგრაფიის   შესწავლას.

კურსის მოსალოდნელი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მომხმარებელი:

  • შეძლებს ვექტორული გამოსახულების  შექმნა -  დამუშავებას.
  • შეძლებს  ათვისებული უნარების საკუთარ საქმიანობაში  ინტეგრაციას.

კურსის პროგრამის შინაარსი:

  • პროგრამის ინტერფეისის მიმოხილვა. პროგრამის პარამეტრები და მათი მომართვა;
  • მონიშვნის წესები, ისტრუმენტები და მათი გამოყენება;
  • შრეებთან მუშაობა და დაჯუფება;
  • ტექსტებთან და ბლოკებთან მუშაობა;
  • ტრანსფორმაცია,  ობიექტების გსწორება და დისტრიბუცია;
  • ხაზის ისტრუმენტები;
  • ფერი და მისი გამოყენება. ფუნჯი და მისი გამოყენება;
  • სახაზავი და ბადე. გამჭვირვალობა და ნიღაბი;
  • გრადიენტი, სტილები, ფილტრი;
  • დიაგრამები და გრაფიკები;
  • გამოსახულება,  Photoshop - ის ინტეგრაცია;
  • ბეჭდვა, გამოქვეყნება.

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს