საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
Adobe Indesign

კურსის ხანგრძლივობა: 6 გაკვეთილი (12 ასტრონომიული საათი).

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

კურსის პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  მსმენელი უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს. 

კურსის ღირებულება:  180 ლარი (საათის ფასი 15 ლარი).

კურსის მიზნი და ამოცანები:  კურსის მიზანია  ხელი შეუწყოს ადამიანს, თავის   საქმიანობაში მოახდინოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია. ეს კურსი პროფესიულ დონეზე გთავაზობთ კომპიუტერული გრაფიკისა და სამაგიდო ტიპოგრაფიის   შესწავლას.

კურსის მოსალოდნელი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მომხმარებელი:

  • საგამომცემლო პროგრამაში მუშაობას.
  • შეძლებს  ათვისებული უნარების საკუთარ საქმიანობაში  ინტეგრაციას.

კურსის პროგრამის შინაარსი:

  • პროგრამა Adobe Indesign - ის დანიშნულების შესახებ, ინტერფეისის მოწყობა, სამონტაჟო მაგიდის აღწერა; მასშტაბური სახაზავები და ათვლის წერტილი (დაფიქსირება), სახაზავების ჩვენება-დამალვა, ზომის ერთეულის შეცვლა;
  • გადაფურცვლის ზოლები, საორიენტაციო ხაზები (დაფიქსირება), ნავიგაცია დოკუმენტში, დოკუმენტის მასშტაბირება კლავიატურით, მაუსით;
  • ისტრუმენტები, მათი მრავალფეროვნება და გამოყენება, კონტექსტური მენიუ;
  • ტექსტები და ობიექტები - ტექსტური რეჟიმი, ტექსტურ ბლოკებთან მუშაობა, ტექსტის შეტანის გზები, ტექსტების დაკავშირება და კავშირის გაუქმება, ტექსტის მონიშვნა, ფორმატირება, შრიფტი, ზომა, ინტერლინაჟი, სვეტებთან მუშაობა, გადანომვრა, პირველი ასო, კადრები - Frame.
  • გვერდი, გვერდის პარამეტრები, გვერდის ოსტატი, შაბლონის მომზადება (გვერდების გადანომვრა), შაბლონის ელემენტების დამალვა;
  • ფერები, სტილები (ახალი ფერის ან სტილის შექმნა ან ექსპორტი);
  • შრეები და Master Pages;
  • გრაფიკულ ელემენტებთან მუშაობა;
  • სხვადასხვა ფიგურის შექმნა, მათი განლაგება ერთმანეთის და ტექსტის მიმართ (Text Wrap), ხაზის ფერები, ტიპები;
  • ცხრილები;
  • Adobe Photoshop - ის დახმარებით გამოსახულების დამუშავება. ზომის შეცვლა, ჩამოჭრა, მოქმედების გაუქმება;
  • ფრაგმენტის მონიშვნის საშუალებები. რთული ფორმის მონიშვნა. მონიშნულის ტრანსფორმაცია, კორექცია;
  • ფილტრების გამოყენება;
  • ფერთა მოდელების შეცვლა, ფაილის შენახვა, გრაფიკული ფაილის ფორმატები;
  • ბუკლეტის და პატარა მოცულობის წიგნის აწყობა, სარჩევის შექმნა;
  • ბეჭდვა, PDF - ფაილის შექმნა;
  • პროგრამის პარამეტრების მომართვა;

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს