საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:


IT ინჟინერია, სისტემის და ქსელის ადმინისტრირება

ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ექნოლოგიები
IT ინჟინერია, სისტემის და ქსელის ადმინისტრირება

კურსის ხანგრძლივობა: ჯგუფური - 30 გაკვეთილი (45 საათი). ინდივიდუალური - 36 სთ.

მეცადინეობათა ინტენსივობა : ჯგუფური - კვირაში ორჯერ, თითო მეცადინეობა 1.5 სთ. ინდივიდუალური – მსმენელთან შეთანხმებული გრაფიკით, თითოეული მეცადინეობა 1.5 - 2 სთ.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მსმენელი უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს. ჯგუფში მოსწავლეთა სასურველი რაოდენობაა 5-7. მიღება ტესტირების საფუძველზე.

კურსის ღირებულება: ჯგუფური - 600 ლარი, ინდივიდუალური - 1 სთ-ის ფასი 40 ლარი.

კურსის მიზანი და ამოცანები: კურსის მიზანია IT ინჟინერიის, ოპერაციული სისტემისა და ქსელის ადმინისტრირების საფუძვლების შესწავლა.

პროგრამის მოსალოდნელი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მომხმარებელი შეძლებს:

გაუკეთოს დიაგნოსტიკა და უზრუნველყოს დაზიანებული ოპერაციული სისტემის და ფიზიკური მოწყობილობის შეცვლა-აღდგენა. დამოუკიდებლად დაგეგმოს ლოკალური ქსელი. დამოუკიდებლად ააგოს მცირე და საშუალო ქსელური ინფრასტრუქტურა უზრუნველყოს არსებული ქსელის უსაფრთხოება, ვირუსებისგან დაცვა. უზრუნველყოს ქსელის მონიტორინგი. შექმნას უსადენო (Wi-Fi) ინფრასტრუქტურა.

პროგრამის შინაარსი :

  • პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა.
  • პერსონალური კომპიუტერის დაშლა-აწყობა.
  • ოპერაციული სისტემების სრულყოფილად გამართვა და ადმინისტრირება.
  • ფიზიკური მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფა (დრაივერების ინსტალაცია).
  • ოპერაციული სისტემის არქივაცია და აღდგენა, ვირუსებისაგან დაცვა. სისტემური შეცდომების გამოსწორება.
  • დაკარგული ინფორმაციის აღდგენა. სხვადასხვა სასარგებლო უტილიტების გამოყენება.
  • ქსელის დაგეგმვა, ქსელის აგება და მონტაჟი. ქსელის მონტაჟის სტანდარტები და წესები.
  • ქსელის პროგრამული კონფიგურაცია. ქსელური აპარატურა, მათი გამოყენება და მონტაჟი. ქსელის პროგრამულად გამართვა და მისამართების დანიშვნა.
  • უკაბელო ქსელი (Wi-Fi). Wi-Fi-ის კონფიგურაცია და მონტაჟი.
  • ინფორმაციის დაცვა ქსელში. ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება.

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს