საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:


Ms Excel - სწავლების პირველი და მეორე დონე

Ms Excel - სწავლების პირველი და მეორე დონე
Ms Excel

კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი.

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა -1 ან 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  მსმენელმა უნდა იცოდეს საოფისე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება.  
კურსის ღირებულება:  400 ლარი ( 1 საათის ფასი 20 ლარი)

კურსის მიზანი და ამოცანები: მსმენელმა აითვისოს ელექტრონული ცხრილის გაღრმავებული შესაძლებლობები, რაც მონაცემთა ანალიზის საშუალებას იძლევა.

პროგრამის მოსალოდნელი შედეგები :

მსმენელი შეძლებს Excel-ის გაფართოებული საშუალებების მოხმარებას, რომლებსაც აქტიურად იყენებენ მონაცემების ანალიზსა და ბიზნესის მოდელირებაში.

პროგრამის შინაარსი :

  • Excel -ის დიალოგურ ფანჯარასთან მუშაობა. ინტერფეისის მოწყობა
  • დავთარი, სამუშაო ფურცელი, სვეტი, რიგი, უჯრედი, დიაპაზონი, არე, მისამართები.
  • მარტივი ცხრილები, მარტივი გამოთვლებით.
  • მონაცემების სხვადასხვა ფორმატი, უჯრედის, რიგისა და სვეტის დაფორმატება და მოდიფიცირება, სამუშაო ფურცლის დაფორმატება.
  • მუშაობის რეჟიმები, ამოსაბეჭდი არის განსაზღვრა, ამობეჭდვა.
  • დიდ ცხრილთან მუშაობის საშუალებები. სამუშაო გვერდის მართვა. სორტირება და ფილტრი.
  • ცხრილის სტრუქტურიზაცია, გაფართოებული ფილტრი და მისი გამოყენება.
  • მონაცემების დიაპაზონის სახელის შექნა და გამოყენება, ფუნქციები.
    • ლოგიკური ფუნქციები
    • სტატისტიკური ფუნქციები
    • მათემატიკური ფუნქციები
    • თარიღის და დროის ფუნქციები
    • ტექსტური ფუნქციები
    • მონაცემთა ბაზებთან სამუშაო ფუნქციები
    • ფინანსური ფუნქციები
  • ცხრილის დინამიური გარდაქმნა.
  • მონაცემების მომხმარებლის ფორმატი, პირობით დაფორმატება.
  • უჯრედში მონაცემების შეზღუდვა.
  • ოპტიმიზაცია, სცენარი.
  • დიაგრამის შექმნა და დაფორმატება, გრაფიკული ელემენტის ჩასმა ცხრილში და მისი დაფორმატება.
  • უჯრედის, სამუშაო ფურცლის და დავთრის დაცვა. სამუშაო დავთრების შერწყმა. სამუშაო ფურცლის გადახედვა, ცვლილებების მიღება - იგნორირება.
  • სიების დიაპაზონის შექმნა და მოდიფიცირება.
  • ცხრილის მახასიათებლები და მათი გამოყენება.
  • მაკროსები, შექმნა და რედაქტირება, მონაცემების იმპორტ-ექპორტი.
  • შაბლონის შექმნა და რედაქტირება.
  • სამუშაო ფურცლის პუბლიკაცია.
  • მონაცემების კონსოლიდაცია.
  • მენიუს და ისტრუმნეტების პანელების შექმნა.
  • ელექტრონული ცხრილის პარამეტრები, შეცვლა და სტანდარტულის აღდგენა.

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს