საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
MS PROJECT

კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი (24 ასტრონომიული საათი).

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მსმენელი გაწაფული უნდა იყოს საოფისე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებაში და უნდა ფლობდეს პროექტის მართვის საფუძვლებს.  

კურსის ღირებულება:  600 ლარი (საათის ფასი 25 ლარი).

კურსის მიზნი და ამოცანები:  მსმენელმა პროგრამის გამოყენებით მოამზადოს პროექტი.

პროგრამის მოსალოდნელი შედეგები
მსმენელი:

  • აითვისებს Ms Project - ში მუშაობის ძირითად უნარ-ჩვევებს;
  • პროგრამის გამოყენებით შეძლებს პროექტის მომზადებას, მართვასა და გაზიარებას.
  • შეძლებს  ათვისებული ცოდნის საკუთარ საქმიანობაში გამოყენებას.

პროგრამის შინაარსი:

  • MS PROJECT - ის ზოგადი მიმოხილვა

პროგრამის გაშვება და მომართვა;

ცხრილები;  ცხრილების სორტირება, დაჯგუფება და ფილტრაცია;

განტის დიაგრამა; ქსელური გრაფიკი; კალენდარი; რესურსების ცხრილი;

დავალებების და რესურსების დიაგრამა;

წარმოდგენები და ფორმები;

  • დაგეგმვა

დაგეგმვის საფუძვლები და მოსამზადებელი სამუშაოები;

სამუშაოს დაგეგმვა; რესურსები და რესურსების დანიშვნა;

დამატებითი ინფორმაციები რესურსების და დავალებების შესახებ;

პროექტის ღირებულება;

გეგმის ანალიზი და ოპტიმიზაცია;

მონაცემების ექსპორტი;

 

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს