საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
საბაზო კურსი, მეორე დონე

კურსის ხანგრძლივობა:  14 საათი. მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2სთ.  გრაფიკი შედგება დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მსმენელმა უნდა იცოდეს ისტ-ისსაბაზო კურსის პირველი დონე.
კურსის  პროგრამის მიზნი: მსმენელს  გააცნოს თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაღრმავებული შესაძლებლობები და გამოუმუშავოს მათი ეფექტურად გამოყენების უნარი.

პროგრამის მოსალოდნელი შედეგები:
მსმენელი:

  • გაიაზრებს ისტ-ის გაღრმავებულ შესაძლებლობებს.
  • შეძლებს ეფექტურ მუშაობას ტექსტურ რედაქტორში, ელექტრონულ ცხრილსა და საპრეზენტაციო სისტემაში.
  • შეძლებს მონაცემთა ბაზის დაპროექტებას, შექმნასა და გამოყენებას მომხმარებლის დონეზე.
  • გაიაზრებს ათვისებული ცოდნის საკუთარ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობებს.

პროგრამის შინაარსი:
კურსი შედგება  ოთხი მოდულისაგან:

  • ტექსტური პროცესორის გაღრმავებული შესაძლებლობები.
  • ელექტრონული ცხრილის გაღრმავებული შესაძლებლობები.
  • საპრეზენტაციო პროგრამის გაღრმავებული შესაძლებლობები.
  • მონაცემთა ბაზის საფუძვლები.

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს