საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
Windows-ის ადმინისტრირების მოკლე კურსი

კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი. მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2სთ. გრაფიკი შედგება დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  მსმენელს უნდა ჰქონდეს კომპიუტერთან მუშაობის საბაზო უნარ-ჩვევები.
კურსის მიზნი: მსმენელმა შეძლოს საკუთარი კომპიუტერის მოვლა-მოწესრიგება.
პროგრამის მოსალოდნელი შედეგები:

მსმენელი:

  • დამოუკიდებლად შეძლებს კომპიუტერში სისტემის დაინსტალებას, როგორც ერთი, ისე ორი სისტემის ჩატვირთვის მექანიზმით. ჩამოაყალიბებს სასურველი კომპიუტერის კონფიგურაციას, შეძლებს აღადგინოს დაზიანებული სისტემა ან განაახლოს იგი. გამართავს პერიფერიულ მოწყობილობებს. გაარემონტებს და დიაგნოსტიკას გაუკეთებს დაზიანებულ მოწყობილობებს.
  • გარკვეული იქნება ოპერაციული სისტემის აქსესუარების დანიშნულებასა და სისტემის  იმ სხვა  შესაძლებლობის  არსებობაში,   რაც შემდგომ ხელს შეუწყობს მას უკეთ დაიცვას სისტემა დაზიანებისაგან და დაზიანების შემთხვევაში წინასწარ მომზადებული რეზერვებით დანაკარგების გარეშე შეძლოს მუშაობა.

პროგრამის  შინაარსი:

  • აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის  მიმოხილვა.
  • ოპერაციული სისტემის დაინსტალება.
  • დრაივერების მოძიება და მათი ინსტალაცია.
  • სისტემის ადმინისტრირება.
  • ლოკალური ქსელი და ინტერნეტი.

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს