საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის


საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი `მზიური~ 1987 წლიდან საქმიანობს კომპიუტერული განათლების სფეროში. თავისი არსებობის პერიოდში ცენტრს მოპოვებული აქვს გამარჯვებები ბევრ კონკურსებსა თუ ტენდერებში მათ შორის: UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მსხვილ ტენდერებში: უზენაესი სასამართლოს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკორდინაციო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ასევე BP'ს, სატრანსპორტო კომპანიის, სახელმწიფო ელექტრო სისტემის, ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საქართველოს საჯარო სკოლების ინფო მენეჯერების ტრენინგები.
ცენტრში ჩამოყალიბდა სწავლების ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. ორივე შემთხვევაში დაცულია პრინციპი - ერთ კომპიუტერთან ერთი მსმენელი. სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

ვებპროგრამირების (პირველი წელი) სასწავლო კურსი

 

კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი (24 ასტრონომიული საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2 სთ. დეტალური გრაფიკის შეთანხმება ხდება დამკვეთის მოთხოვნით. დამატებით 1 სთ დაეთმობა სერტიფიცირებას.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  მსმენელი უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს, ერკვეოდეს კომპიუტერული გრაფიკის პროგრამებში და გააჩნდეს მათემატიკურ - ლოგიკური აზროვნება. 

კურსის ღირებულება: 720 ლარი (საათის ფასი 30 ლარი).

კურსის მიზანი და ამოცანები: კურსის მიზანია  მსმენელს შეასწავლოს დინამიური საიტის შექმნა.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი:

  • შეძლებს შექმნას საიტი, ბლოგი, ფორუმის გვერდი;
  • შეძლებს მონაცემთა ბაზებში მუშაობას;
  • შეისწავლის ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამებას.

კურსის პროგრამის  შინაარსი:

  • HTML
  • CSS
  • Bootstrap
  • PHP
  • MySQL

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს