საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

სასწავლო პროცესი

ცენტრში ყოველწლიურად კომპიუტერულ განათლებას იღებს 300-ზე მეტი სკოლის ასაკის (IV- XII კლასი) მოსწავლე, სტუდენტი და უფროსი ასაკის მსმენელი, შექმნილია და პერიოდულად იხვეწება სხვადასხვა დანიშნულებისა და ხანგრძლივობის კომპიუტერული კურსები.  

მსოფლიოს ცნობილი სასწავლო კომპიუტერული ცენტრების ანალოგიურად ცენტრში მიმდინარე ყველა კურსს თან ერთვის მსმენელთათვის განკუთვნილი სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა. ცხადია, რომ ამგვარი ლიტერატურის გარეშე სწავლების მაღალი ხარისხის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც, მეთოდური ლიტერატურის დამუშავებას ცენტრში დიდი ყურადღება ექცევა. ამ მასალის შექმნისას ცენტრში მუშავდება და იხვეწება ქართულენოვანი ტერმინოლოგია.  
სწავლებისათვის ცენტრში გამოყოფილია ოთხი კომპიუტერული კლასი, რომლებიც აღჭურვილია ლოკალურ ქსელში გაერთიანებული 10-11 პერსონალური კომპიუტერით, პროექტორით და სწავლებისათვის საჭირო სხვა მოწყობილობებით. სასწავლო ჯგუფის შედგენისას ყოველთვის დაცულია პრინციპი: ერთ კომპიუტერთან - ერთი მსმენელი. ასევე, პერსონალური კომპიუტერებითაა აღჭურვილი თანამშრომელთა სამუშაო ადგილები. გარდა ამისა, ცენტრში ფუნქციონირებს მინი ტიპოგრაფია, სადაც იბეჭდება   სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი ლიტერატურა 

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს