საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სკოლის მოსწავლეთათვის


სკოლის მოსწავლეთა სწავლება ცენტრის საქმიანობის მთავარი სფეროა. მოსწავლეთა სწავლების მრავალწლიან სისტემას დღეისათვის საკმაოდ მოქნილი, მრავალსაფეხურიანი სტრუქტურა აქვს და ყოველწლიურად იხვეწება და უმჯობესდება. მოსწავლეთა ჯგუფები დიფერენცირებულია ასაკისა და ინტერესების მიხედვით.
არცთუ იშვიათად, ამავე ჯგუფებში სწავლას არჩევენ არასასკოლო ასაკის მსმენელებიც (ძირითადად სტუდენტები). ასეთი არჩევანი, როგორც წესი, გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც მსმენელს ხანგრძლივ ვადაში უფრო ფუნდამენტური განათლების მიღება სურს, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა უფროსების მოკლე ინტენსიური კურსები.
ჯგუფების ფორმირება ხდება სასწავლო წლის დასაწყისში (აგვისტოს ბოლო-სექტემბერი) და მეცადინეობები გრძელდება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. გვაქვს მხოლოდ საშობაო არდადეგები, რომლის ვადები დგინდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში და სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეები. ყოველი სრული კურსის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი.
ცენტრს მუდმივი კავშირი აქვს მშობლებთან. ცენტრის დირექცია მშობელს სისტემატურად აწვდის ინფორმაციას შვილის მოსწრება/დასწრების შესახებ.
სასწავლო წლის განმავლობაში ტარდება მშობელთა კრებები. კრებების შესახებ მშობელს წინასწარ ვაფრთხილებთ.
მოსწავლეს სწავლა ერთდროულად რამდენიმე პროფილურ კურსზე შეუძლია.
ქვემოთ მოცემულია მოსწავლეთა სასწავლო კურსების დღევანდელი სტრუქტურა და მოკლე განმარტებები.

სასწავლო ჯგუფების სტრუქტურა Image Map

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს