საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა
ტალანტების ფაბრიკის ორწლიანი სასწავლო კურსი

კურსის ხანგრძლივობა: ორი სასწავლო წელი, თითოეულ წელს 96 გაკვეთილი (192 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში სამჯერ, თითო მეცადინეობა 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: პროგრამაში ჩართვა შეუძლია მე-5 ან მე-6 კლასის (გამონაკლის შემთხვევაში მე-4 და მე-7 კლასის)  მოსწავლეს. მიღება ხდება  შესარჩევი კონკურსის საფუძველზე. შესასწავლი მასალა საკმაოდ რთულია და მისი დაძლევა შეუძლიათ მხოლოდ მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს.

კურსის ღირებულება: 1000 ლარი. მოქმედებს ფინანსური დახმარების პროგრამა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ლიმიტირებულია, საშუალებას გვაძლევს არ დავკარგოთ ნიჭიერი ბავშვები გადახდისუუნარო ოჯახებიდან.

კურსის მიზანი და ამოცანები: კურსის მიზანია ალგორითმული და ლოგიკური აზროვნების განვითარება. დაპროგრამებისა და ალგორითმების საფუძვლების შესწავლა. კომპიუტერების გამოყენების საწყისი უნარების დაუფლება.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

 კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლე:

  • იცნობს მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების სტანდარტული ტიპების ამოხსნების გზებს;
  • დაპროგრამების ენის საშუალებით ხსნის მარტივ ამოცანებს;
  • იცნობს და მსჯელობს საწყისი სტანდარტული ალგორითმების შესახებ.

 

კურსის პროგრამის შინაარსი:

 ყოველ კვირაში სამი მეცადინეობიდან ერთი ეთმობა მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების ამოხსნას, მეორე - ალგორითმების საფუძვლებს და მესამე - დაპროგრამების საფუძვლებს. სწავლების პროგრამა საკმაოდ დატვირთულია საშინაო დავალებებითა და საკონტროლო წერებით. საკონტროლო წერებისა და სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის შედეგების მიხედვით ხდება მოსწავლეთა რეგულარული რეიტინგიზაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ორწლიანი კურსის დასრულების შემდეგ გადავანაწილოთ მოსწავლეები  ე.წ.  ოლიმპიურ თუ პროგრამირების სკოლებში.

სასწავლო ჯგუფების სტრუქტურა Image Map

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს