საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ტალანტების ფაბრიკის მსუბუქი პროგრამა მობილური აპლიკაციების შექმნა App Inventor-ის გამოყენებით სასწავლო კურსი

კურსის ხანგრძლივობა: ორი სასწავლო წელი, თითოეულ წელს 64 გაკვეთილი (128 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: კურსი განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის V-VI კლასელთათვის (გამონაკლისის სახით  IV და VII კლასი). მიღება ხდება შესარჩევი კონკურსის საფუძველზე. ჯგუფში არაუმეტეს 10-11 მოსწავლისა.

 კურსის  ღირებულება:  1000 ლარი.

კურსის მიზანი და ამოცანები: პროგრამის მიზანია მოსწავლისთვის პროგრამირების ძირითადი პრინციპების შესწავლა და ალგორითმებთან დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება, კონკრეტული ამოცანის ალგორითმული გააზრება და მისი იმპლემენტაცია App Inventor-ის გამოყენებით. კურსის ამოცანას წარმოადგენს მსმენელის მომზადება პროგრამირების სხვა, კლასიკური ენების შესწავლისთვის.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს:

  • შეეძლება კომპლექსური მობილური აპლიკაციების შექმნა.
  • ექნება საფუძვლიანი ცოდნა მარტივი ალგორითმებისა და მონაცემთა სტრუქტურების შესახებ, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამული რეალიზაციის თვალსაზრისით.
  • შეეძლება მარტივი პროექტების დაგეგმვა და შესრულება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

კურსის პროგრამის  შინაარსი:

  • ინტერფეისი, ძირითადი ბლოკები;
  • ალგორითმის საფუძვლები;
  • ცვლადები, ოპერატორები, მასივები;
  • ფაილებთან მუშაობა;
  • მონაცემთა ბაზასთან მუშაობა;
  • კომპლექსური მობილური აპლიკაციების შექმნა.
სასწავლო ჯგუფების სტრუქტურა Image Map

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს