საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული თამაშების აწყობა Unity 3D პროგრამაში C# პროგრამული ენის ბაზაზე

კურსის ხანგრძლივობა: 64 გაკვეთილი (128 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  მოსწავლეს სასურველია განვლილი ჰქონდეს და გარკვეული იყოს რომელიმე პროგრამულ ენაში მაგრამ არ არის აუცილებელი. კურსი განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის უფროს­კლასელთათვის (8-12) და სტუდენტებისთვის. ჯგუფში არაუმეტეს 10-11 მოსწავლისა.

კურსის  ღირებულება:  1000 ლარი

კურსის მიზანი და ამოცანები:  კურსის მიზანია Unity 3D პროგრამის ათვისება, კომპიუტერული თუ მობილური თამაშების შექმნის შესწავლა და მისი საშუალებით თანამედროვე მობილური თამაშების მსგავსი ტიპის პროექტებზე მუშაობა და საკუთარი პროდუქტის (თამაშის) გამოშვება.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს:

  • წარმოდგენა ექნებათ Unity 3D პროგრამის ხელსაწყოებზე და მათ გამოყენებაზე რეალურ თამაშში, ასევე შეძლებენ შექმნან სრულყოფილი თამაში, რომელიც შეეძლებათ განათავსონ ონლაინ მარკეტებზე;
  • ეცოდინება მობილური თამაშების პროექტების დაგეგმვა და სათანადო პროგრამების დაწერა C# ენაზე Microsoft Visual Studio - ის ინტეგრირებულ გარემოში რომელიც ავტომატურად დაკავშირებული იქნება Unity 3D -ს გარემოზე;
  • Unity-ს თაიმლიანთან მუშაობა და ანიმაციების შექმნა
  • სხვადახვა ობიექტებისათვის ფიზიკის კანონების მორგება (გრავიტაცია, უწონადობა, დარტყმის ძალა, ასხლეტვა და ა. .)
  • 3D და 2D გარემოს გამართვა Unity 3D-ში

კურსის პროგრამის  შინაარსი:

  • Unity პროგრამის ხელსაწყოებისა და გარემოს ათვისება და მათი სწორად გამოყენება.
  • პროგრამირების არსის მნიშვნელობა და C# პროგრამული ენის საფიძვლების შესწავლა.
  • თამაშის დაგეგმვა, პროექტირება და გაანალიზება.
  • თამაშის იდეის შინაარსის დამუშავება და ბაზარზე არსებული მსგავი პროდუქტების შესწავლა - გააზრება.
  • 3D და 2D გარემოს გამართვა (ინტერფეისი მორგება).
  • ჩაშენებული ბიბლიოთეკების გამოყენება და მათი ობიექტებზე მორგება.
  • სხვადასხვა ობიექტებისათვის ფიზიკის კანონების მორგება (გრავიტაცია, უწონადობა, დარტყმის ძალა, ასხლეტა და ა.შ.).
  • უსასრულო(ინფინიტი) და საფეხურებიანი(ლეველები) თამაშების თვისობრივი განსხვავებისა და მეთოდების შესწავლა.
  • მონაცემების ლოკალურად შენახვა.
  • Unity-ს თაიმლაინთან მუშაობა და ლოკალურად ანიმაციების შექმნა.
  • თამაშის გაშვება მოწყობილობებზე.
სასწავლო ჯგუფების სტრუქტურა Image Map

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს