საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

პროგრამირების სკოლა
დაპროგრამების ენა Python - სასწავლო კურსი

კურსის ხანგრძლივობა: 66 გაკვეთილი (132 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:მოსწავლე უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს და გააჩნდეს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნება. ჯგუფში არაუმეტეს 10-11 მოსწავლისა.

ერთი წლის  ღირებულება: 1200 ლარი

კურსის მიზანი და ამოცანები:კურსის მიზანია პროგრამირების საფუძვლების შესწავლა და მისი საშუალებით სასწავლო და მინი პროექტების შექმნა.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს:

  • Python პროგრამირების ენის საფუძვლები
  • მარტივი სკრიპტის/პროგრამის დაწერა
  • ვებ აპლიკაციების შექმნა

კურსის პროგრამის  შინაარსი:

  • რა არის პროგრამირება? პროგრამის სტრუქტურა, ცვლადების ტიპები, შეტანა გამოტანის ოპერატორი.
  • ოპერატორები (პირობითი ოპერატორები, ცვლადზე მოქმედებები და ლოგიკური ოპერატორი)
  • ციკლები (for, while)
  • სტრიქონები
  • კოლექციები (lists, sets, tuples, dictionary)
  • ფაილებთან მუშაობა (ჩაწერა, წაშლა, დამატება)
  • ფუნქციები
  • მოდულები
  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება
  • შესავალი web ტექნოლოგიებში
  • Flask

სკოლის ასაკის მოსწავლეთა სასწავლო ჯგუფების სტრუქტურა

პროგრამირების სკოლა საოლიმპიადო ჯგუფები
1-ლი საფეხური Python მე-2 საფეხური C# მე-2 წელი VI წელი
C# 1-ლი წელი V წელი
C++ და ალგორითმები JAVA მე-2 წელი IV წელი
JAVA 1-ლი წელი III წელი
ვებპროგრამირება I წელი ვებპროგრამირება II წელი II წელი
კომპიუტერული თამაშების პროგრამირება I წელი კომპიუტერული თამაშების პროგრამირება II წელი I წელი
ლოგიკის ორწლიანი კურსი ტალანტების ფაბრიკის ორწლიანი კურსი

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს