საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კომპიუტერული თამაშების აწყობა Unity 3D პროგრამაში C# პროგრამული ენის ბაზაზე - II წელი

კურსის ხანგრძლივობა: 66 გაკვეთილი (132 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა : კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:მოსწავლეს გავლილი უნდა ჰქონდეს ამ პროგრამის I წელი. კურსი განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის უფროს¬კლასელთათვის (8-12 კლასები) და სტუდენტებისთვის. ჯგუფში არაუმეტეს 10-11 მოსწავლისა.

ერთი წლის ღირებულება:  1200 ლარი

კურსის მიზანი და ამოცანები: კურსის მიზანია Unity 3D პროგრამის გაღრმავებული შესაძლებლობების ათვისება, კომპიუტერული თუ მობილური თამაშების შექმნის შესწავლა და მისი საშუალებით თანამედროვე მობილური თამაშების მსგავსი ტიპის პროექტებზე მუშაობა და საკუთარი პროდუქტის (თამაშის) გამოშვება.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს:

  • შესაძლებლობა ექნება Unity 3D პროგრამაში დამოუკიდებლად შექმნას სხვადასხვა სირთულის 2 და 3 განზომილებიანი თამაში.
  • ეცოდინება მობილური თამაშების პროექტების დაგეგმვა და სათანადო პროგრამების დაწერა C# ენაზე Microsoft Visual Studio - ის ინტეგრირებულ გარემოში, რომელიც ავტომატურად დაკავშირებული იქნება Unity 3D -ს გარემოზე.
  • ეცოდინება 3D გარემოში სხვადახვა ობიექტებისათვის ფიზიკის კანონების მორგება (გრავიტაცია, უწონადობა, დარტყმის ძალა, ასხლეტვა და ა.შ .) და მათით მანიპულირება.
  • ეცოდინება დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა.
  • შეძლებს ალგორითმების გააზრებას და პროგრამული პრობლემების აღმოფხვრას.
  • შეძლებს 2-3 დასრულებული და გამართული სამგანზომილებიანი თამაში-პროექტის დამოუკიდებლად შექმნას და მათ სხვადასხვა

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს