საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

პროგრამირების სკოლა
დაპროგრამების ენა C++ საფუძვლები - სასწავლო კურსი

კურსის ხანგრძლივობა: 64 გაკვეთილი (128 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  მოსწავლე უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს და გააჩნდეს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნება. ჯგუფში არაუმეტეს 10-11 მოსწავლისა.

კურსის  ღირებულება:  1000 ლარი

კურსის მიზანი და ამოცანები:  კურსის მიზანია ხელი შეუწყოს  C++ ენის ბაზაზე, დაპროგრამების ძირითადი ტექნოლოგიების გაცნობას.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ეცოდინება:

  • ალგორითმების შედგენა და პროგრამების წერა C++ ენაზე;
  • დაპროგრამების ძირითადი თანამედროვე ტექნოლოგიები.

კურსის პროგრამის  შინაარსი:

  • რა არის პროგრამირება, პროგრამა,  პროგრამის სტრუქტურა, ცვლადების ტიპები. უმარტივესი პროგრამის დაწერა. შეტანა-გამოტანის ოპერატორები;  
  • ოპერატორები  (პირობითი ოპერატორები, ცვლადებზე მოქმედებები, ლოგიკური ოპერატორები) switch ოპერატორი;
  • ციკლები  for,  While და do while;
  • ერთგანზომილებიანი და მრავალგანზომილებიანი მასივები;
  • სტრიქონები, ვექტორები, მრავალგზანზომილებიანი ვექტორები;
  • ფუნქციები. void ფუნქციები,  არგუმენტიანი ფუნქციები;
  • რეკურსიული ფუნქციები;
  • ფაილებთან მუშაობა. წაკითხვა-ჩაწერა, დამატება;
  • მიმთითებლები (pointer). ფსევდონიმები(reference);
  • დინამიური მეხსიერება;
  • კლასები, კონსტრუქტორები და დესტრუქტორები;
  • ინკაფსულაცია, პოლიმორფიზმი;
  • კლასების შთამომავლობითობა .
სასწავლო ჯგუფების სტრუქტურა Image Map

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს