საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფილური საფეხური
გაძლიერებული ოფისის სასწავლო კურსი

კურსის ხანგრძლივობა:  64 გაკვეთილი (128 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო მეცადინეობა 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მოსწავლე უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების იმ ზოგად უნარებს, რომლებსაც ითვალისწინებს საბაზო საფეხური. ჯგუფში სასურველია არაუმეტეს 10-11 მოსწავლისა.

კურსის ღირებულება: 1000 ლარი

კურსის მიზნი და ამოცანები:

ისტ გაღრმავებული შესაძლებლობების გაცნობა;

ისტ გაღრმავებული შესაძლებლობების ეფექტური გამოყენების ძირითადი უნარების ათვისება – ტექსტურ ინფორმაციასთან მუშაობა, ცხრილების გამოყენება, პრეზენტაციების შექმნა, მონაცემთა ბაზის დაპროექტება და ექსპლუატაცია.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლე:

შეძლებს ეფექტურ მუშაობას ტექსტურ რედაქტორში,

  • კერძოდ: სტილების გამოყენებას; სარჩევისა და თემატური საძიებლის შექმნას; დოკუმენტის სექციებად დაყოფას; ტექსტში სანიშნეებისა და ბმულების ჩასმას, ვებგვერდის შექმნას;
  • ფორმების შექმნასა და რედაქტირებას; მაკროსების გამოყენებას; მენიუს და ინსტრუმენტების პანელების მოწყობას და სხვა.

შეძლებს ეფექტურ მუშაობას ელექტრონული ცხრილის პროგრამაში,

  • კერძოდ: გაფართოებული ფილტრების გამოყენებას; დიაგრამებისა და გრაფიკული ელემენტების ფორმატირებას; სამუშაო დავთრების შერწყმას;
  • მონაცემების კონსოლიდაციას; შაბლონების შექმნასა და რედაქტირებას;
  • ვებ დავთრის და სამუშაო ფურცლის პუბლიკაციას;
  • მაკროსების გამოყენებას (მომხმარებლის დონეზე); მენიუს მოწყობას და სხვა.

შეძლებს მონაცემთა ბაზის დაპროექტებასა და ექსპლუატაციას,

  • კერძოდ: შეიძენს მზა ბაზების ექსპლუატაციის უნარ - ჩვევებს; ცხრილების, მოთხოვნების, ფორმების, ანგარიშების  შექმნას კონსტრუქტორის დახმარებით, მის რედაქტირებასა და ჩანაწერების გაკეთებას;
  • გაეცნობა Windows-ის გარემოში პროგრამირების კონცეფციას და დაეუფლება VBA პროგრამირების საფუძვლებს;

კურსის პროგრამის შინაარსი:

  •  Microsoft Word (მეორე დონე)
  •  Microsoft Excel (მეორე დონე)
  •  Microsoft Access
  •  Visual Basic for Application (საფუძვლები)
სასწავლო ჯგუფების სტრუქტურა Image Map

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს