საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფილური საფეხური
გრაფიკა, ვებდიზაინი და საგამომცემლო საქმე - სასწავლო კურსი

კურსის ხანგრძლივობა:  64 გაკვეთილი (128 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო მეცადინეობა 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მოსწავლე უნდა ფლობდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს. ჯგუფში სასურველია არაუმეტეს 10-11 მოსწავლისა.

კურსის ღირებულება:  1000 ლარი.

კურსის მიზნი და ამოცანები: კურსის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეს საინფორმაციო ტექნოლოგიების ათვისებასა და კომპიუტერული გრაფიკის  პროფესიულ დონეზე შესწავლაში.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლე შეძლებს:

  • რასტრული, ვექტორული  და ანიმაციური გამოსახულების  შექმნას და  დამუშავებას (დაპროგრამების გარეშე);
  • პროგრამა Adobe Dreamweaver - ის მეშვეობით შექმნას ინფორმაციული ვებ გვერდი შაბლონით ან დამოუკიდებლად, გააფორმოს ძირითადი კომპონენტებით - ღილაკებით, ნავიგატორით, მორბენალი ხაზით, მთვლელებით, ჩასვას სკრიპტები;
  • ვებ გვერდის პუბლიკაციას  და განახლებას.

 

კურსის პროგრამის შინაარსი:

კურსი შეიცავს  ხუთ  მოდულს

  • Adobe PhotoShop;
  • Adobe Flash (პროგრამირების გარეშე).
  • Adobe Indesign
  • Corel;
  • Adobe Dreamweaver
სასწავლო ჯგუფების სტრუქტურა Image Map

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს