საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

პროგრამირების სკოლა
დაპროგრამების ენა Java საფუძვლები (მე-2 დონე) სასწავლო კურსი

კურსის ხანგრძლივობა: 64 გაკვეთილი (128 აკადემიური საათი)

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 1 სთ 30 წთ (2 აკადემიური საათი).

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი:  მოსწავლეს გავლილი უნდა ჰქონდეს პროგრამირების საფუძვლების შემსწავლელი (C++ ის ბაზაზე) კურსი ან Java1, C#1. კურსი განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის უფროს­კლასელთათვის (8-12) და სტუდენტებისთვის. ჯგუფში არაუმეტეს 10-11 მოსწავლისა.

კურსის  ღირებულება: 1000 ლარი

კურსის მიზანი და ამოცანები:  კურსის მიზანია Java-ს არასაბაზისო საშუალებების შესწავლა, მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ათვისება და მათი შერწყმა ვებ აპლიკაციაში. პროგრამის ამოცანაა მსმენელს შეეძლოს პროექტის ჩამოყალიბება, დაგეგმარება და მისი შესრულება სტანდარტების დაცვით.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს:

  • ეცოდინება Java-ს არასაბაზისო საკითხები
  • ეცოდინება მონაცემთა ბაზებთან მუშაობა
  • ეცოდინება ვებ აპლიკაციის შექმნა Java-ს გამოყენებით
  • ექნება ჯგუფურად მუშაობის გამოცდილება
  • შეეძლება პროექტის შექმნა ყველა აუცილებელი საფეხურის გავლით

კურსის პროგრამის  შინაარსი:

  • მონაცემთა ბაზები (შესავალი - რელაციური და არარელაციური ბაზები)
  • JDBC - ჯავას დაკავშირება მონაცემთა ბაზებთან
  • Git & Github, maven
  • Networking - sockets
  • ვებ დიზაინის შესავალი - html, css, js
  • Servlet, JSP
  • JPA
სასწავლო ჯგუფების სტრუქტურა Image Map

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს