საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა
საოლიმპიადო მომზადების ჯგუფების სასწავლო კურსი

კურსის ხანგრძლივობა: ექვსი სასწავლო წელი.

მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში სამჯერ, საერთო კვირეული დატვირთვით 6-8 ასტრონომიული საათი.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: პროგრამაში ჩართვა შეუძლია ტალანტების ფაბრიკის გაძლიერებული პროგრამის ორწლიანი კურსის კურსდამთავრებულ მოსწავლეს, რომელსაც აქვს ინფორმატიკის ოლიმპიადაზე წარმატების მოპოვების პერსპექტივა. შესასწავლი მასალა უაღრესად რთულია და მისი დაძლევა შეუძლიათ მხოლოდ გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს. გარდა ამისა, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ოლიმპიადაზე წარმატების მისაღწევად აუცილებელი სხვადასხვა უნარები - ბრძოლისუნარიანობა, კონცენტრირების უნარი, ნებისყოფა და სხვა.

კურსის ღირებულება: 1000 ლარი. მოქმედებს ფინანსური დახმარების პროგრამა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ლიმიტირებულია, საშუალებას გვაძლევს არ დავკარგოთ ნიჭიერი ბავშვები გადახდისუუნარო ოჯახებიდან.

კურსის მიზანი და ამოცანები: კურსის მიზანია ალგორითმული და ლოგიკური აზროვნების განვითარება. დაპროგრამების გაღრმავებული შესაძლებლობებისა და საოლიმპიადო ამოცანების ალგორითმული ამოხსნის მეთოდების დაუფლება.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლე:

  • იცნობს საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნისათვის საჭირო სტანდარტული ალგორითმების ტიპებს;
  • დაპროგრამების ენის საშუალებით ხსნის საოლიმპიადო ამოცანებს;
  • აქვს ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება და სათანადო უნარები;
  • ოლიმპიადებსა და კონკურსებზე მოპოვებული აქვს სხვადასხვა ხარისხის დიპლომები და მედლები.

 

კურსის პროგრამის შინაარსი:

ალგორითმების თეორია და დაპროგრამების ინსტრუმენტ(ებ)ი.

სასწავლო ჯგუფების სტრუქტურა Image Map

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს