საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ზოგადი მონაცემები

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური დაარსებულია 1987 წელს. ბოლო რეგისტრაცია გაიარა 2013 წლის 11 ივლისს სამართლებრივი ფორმით «შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება».

 საქმიანობის ძირითადი სფერო - თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის კონცეპტუალური და მეთოდური საკითხების დამუშავება, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების თანამედროვე მოდელების შექმნა და რეალიზაცია სასწავლო პროცესში. ცენტრის საქმიანობიდან აღსანიშნავია სამი ძირითადი მიმართულება:

ცენტრში ყოველწლიურად კომპიუტერულ განათლებას იღებს 300-ზე მეტი სკოლის ასაკის (IV-XII კლასი) მოსწავლე, სტუდენტი და უფროსი ასაკის მსმენელი, შექმნილია და პერიოდულად იხვეწება სხვადასხვა დანიშნულებისა და ხანგრძლივობის კომპიუტერული კურსები. 

სწავლებისათვის ცენტრში გამოყოფილია ოთხი კომპიუტერული კლასი, რომლებიც აღჭურვილია ლოკალურ ქსელში გაერთიანებული 10-11 პერსონალური კომპიუტერით, პროექტორით და სწავლებისათვის საჭირო სხვა მოწყობილობებით. სასწავლო ჯგუფის შედგენისას ყოველთვის დაცულია პრინციპი: ერთ კომპიუტერთან - ერთი მსმენელი. მზიური აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს რეგიონების სასწავლო კომპიუტერულ ცენტრებთან.

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს