ჩატარდა "იმედი ხვალის-2014" მეორე ტური

2014-06-09

8 ივნისს, კვირას, ჩატარდა მათემატიკური კონკურსის "იმედი ხვალის-2014" მეორე ტური. ვითვალისწინებთ მშობლების ინტერესს და ვაქვეყნებთ ამოცანებს.
მონაწილეები საკუთარ შედეგებს გაეცნობიან დაჯილდოების ცერემონიაზე. დეტალური ანგარიში გამოქვეყნდება მოგვიანებით, დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 12 ივნისს, ხუთშაბათს, მოსწავლე ახალგაზრდობის (ყოფილ პიონერთა) სასახლეში.
დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებს დიპლომებს გადასცემენ სასკოლო ოლიმპიადების სფეროში მოღვაწე მეცნიერები, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკისა და მათემატიკის ნაკრებების მწვრთნელები, წლევანდელი და გასული წლების ნაკრებების წევრები და საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებზე წარმატებული სხვა მოსწავლეები.
ცერემონიაზე მოწვეული არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
დაწყების დროს ყველა მონაწილეს ტელეფონზე შევატყობინებთ, ვინაიდან მათ სხვადასხვა დროს მოუწევთ მოსვლა.