ჩატარდა "იმედი ხვალის-2014" დაჯილდოების ცერემონია.

2014-06-16

12 ივნისს, ხუთშაბათს, მოსწავლე ახალგაზრდობის (ყოფილ პიონერთა) სასახლეში ჩატარდა მათემატიკური კონკურსის "იმედი ხვალის-2014" დაჯილდოების ცერემონია. 
დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებს დიპლომები გადასცეს სასკოლო ოლიმპიადების სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკისა და მათემატიკის ნაკრებების მწვრთნელებმა, წლევანდელი და გასული წლების ნაკრებების წევრებმა და საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებზე წარმატებულმა სხვა მოსწავლეებმა. დაჯილდოების ცერემონიის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე - https://www.facebook.com/it.mziuri.
ვითვალისწინებთ მშობლების ინტერესს და ვაქვეყნებთ პირველი და მეორე ტურის შედეგებს და მეორე ტურის ამოცანებს ამოხსნებით.
დეტალური ანგარიში გამოქვეყნდება მოგვიანებით.