დიდი წარმატება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

2014-07-18

ახლახანს დამთავრდა მოსწავლეთა შორის ინფორმატიკის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადა IOI2014, რომელიც ჩატარდა ტაივანში. ჩვენი ნაკრების მონაპოვარი ასეთია:
ნიკოლოზ სვანიძემ მოიპოვა ოქროს მედალი, ხოლო ელენე მაჩაიძესა და გიორგი სხირტლაძეს ბრინჯაოს მედლები ერგოთ.
ოქროს მედალი პირველად 2010 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ცოტნე ტაბიძემ და წლევანდელი მედალი ჩვენს ისტორიაში მეორეა.
წლევანდელ ოლიმპიადაზე მონაწილეობდა 308 მოსწავლე 82 ქვეყნიდან.
არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მონაწილე 82 ქვეყანას შორის ვართ მე-17-მე-19 (კანადასა და მექსიკასთან ერთად) ადგილზე. ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ბრაზილია, ფინეთი, ისრაელი, უკრაინა, იტალია და სხვა.
ვულოცავთ ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მათ.