საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ

2014-11-21

ა.წ. 20 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და   მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ 8 მონაწილეს  ფულადი ჯილდოები და სიგელები გადასცა.
მათ შორის სამი მზიურელია, რომლებმაც გასულ ზაფხულს ტაივანში გამართული ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან მედლები ჩამოიტანეს - ნიკა სვანიძე (ოქროს მედალი), გიორგი სხირტლაძე და ელენე მაჩაიძე (ბრინჯაოს მედლები).
კიდევ ერთხელ ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს ამ დიდ გამარჯვებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია სრულად.