სტუდენტური გუნდის დიდი წარმატება

2014-12-23

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) სტუდენტთა ნაკრები გუნდი პროგრამირებაში საერთაშორისო სტუდენტური გუნდური შეჯიბრის (ACM-ICPC) ფინალში გავიდა.
ასეთი რამ პირველად 6 წლის წინ მოხდა და მაშინ თსუ-ს ნაკრები ფინალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მომავალი ფინალი 2015 წლის მაისში მაროკოში გაიმართება.
გუნდის წევრებს, ყოფილ მზიურელებს, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში არაერთი მედალი აქვთ მოპოვებული სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებზე.
ნაკრების შემადგენლობაში არიან:
1. თორნიკე მანძულაშვილი (II კურსის სტუდენტი);
2. გიორგი გულიაშვილი (II კურსის სტუდენტი);
3. ნიკოლოზ სვანიძე (I კურსის სტუდენტი).
მწვრთნელები გიორგი საღინაძე და ზაზა გამეზარდაშვილი.
იხილეთ ვიდეო.

ვულოცავთ ახალგაზრდებს და მათ მწვრთნელებს დიდ გამარჯვებას და ფინალურ ეტაპზე წარმატებას ვუსურვებთ!